გამოიცა გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის DGStZ (www.dgstz.de) 2024 წლის პირველი სპეციალური გამოცემა, რომელიც ეძღვნება პროფესორს, სამართლის დოქტორს – მერაბ ტურავას.
აღნიშნული გამოცემა აერთიანებს ქართველ და უცხოელ პროფესორთა სტატიებს, რომელთა გაცნობა და ჩამოტვირთვა უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://dgstz.de/publication/34
ჟურნალის მხარდამჭერია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი.
ჟურნალი გამოიცემა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფარგლებში.